logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი
- +

8 აგვისტო. 2020. 18:59

 

 

„საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, ტერიტორიების ოკუპირება სერიოზულ განსჯას იწვევს არაერთ წევრ ქვეყანაში, მაგრამ რასაც ადამ კინზნგერი ამბობს, ეს არის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და დემოკრატიის შეფასება სახელმწიფოსი.

 

„ზუსტადაც იმ სტანდარტის არის საქართველო თავისი სამხედრო აქტივობებით, დემოკრატიული ინსტიტუტებით და მომავლისკენ გამიზნული სტრატეგიული გეგმებით, რომ იყოს NATO-ს თანაბარუფლებიანი წევრი. საქართველოს არაერთი რესურსი გაიღო, რათა NATO-ს სისტემამ შექმნას საიმედო კონტროლი ტერორიზმის, ნარკოტიკებისა და საერთაშორისო კრიმინალის გავრცელების სფეროში. კონგრესმენ ადამ კინზინგერის შეფასება იყო მოკლე, მაგრამ მთლიანად იდეა და აზრი არის სწორედ ის, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. NATO-ს წევრი ქვეყნების პოზიციები განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ვისაუბროთ კინზინგერისა და სხვა ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებაზე, ვინაიდან NATO არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია, ეს პოლიტიკური ორგანიზაციაა და როდესაც საქართველოს რესურს წონი, ყველაფერი გასათვალისწინებელია. საქართველო ოკუპირებული ტერიტორიებით არსებობს სამწუხაროდ, მაგრამ ფაქტია, რომ მთლიანად საქართველო არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი. ვარიაციები სხვადასხვაა, მაგრამ კინზინგერის განცხადება უკავშირდება საქართველოს დღევანდელ სტატუს ყველა მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე – „მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში: დეოკუპაციისთვის ბრძოლის 12 წელი“ განაცხადა, რომ დადგა დრო, საქართველო გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner