logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ომის დამწყები იყო რუსეთი და არა საქართველო
- +

10 აგვისტო. 2020. 02:32

 

 

როდესაც დღეს ამბობენ, რომ ომი დაიწყო 7-ში, ომი დაიწყო 6-ში და უფრო ადრე, რაც სინამდვილეა, მათ რეალურ დოკუმენტებში აღიარეს, თითქოს ომი დაიწყო 8-ში, თითქოს 8-მდე რუსეთის საჯარისო ნაწილები არ იყო საქართველოში, რაც არის ტყუილი და რაც იყო ასევე მოღალატეობრივი პოზიცია მათი მხრიდან, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა „იმედის კვირასთან“ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე საუბარში განაცხადა.

 

„რამდენიმე დღით ადრე რომ იყვნენ შემოსული რუსული ჯარები ეს არის ყველაზე მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ომის დამწყები იყო რუსეთი და არა საქართველო. და საქართველოს ხელისუფლების, პრეზიდენტის დადგენილებით და შემდეგ ბათუმში ხელმოწერილი დოკუმენტითაც, სრულიად საპირისპირო სურათის შექმნას ცდილობენ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner