logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს კახეთში ამომრჩევლებს შეხვდებიან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენენ
- +

10 აგვისტო. 2020. 11:03

 

 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთით იწყებს.

 

როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, პირველი შეხვედრა დღეს, 11:00 საათზე თელავში გაიმართება.

 

მმართველი პარტია თელავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.

 

დღესვე, 14:00 საათზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ახმეტის მოსახლეობას შეხვდებიან.

 

 

right_banner
არქივი
right_banner