logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: 2020 წლის ოქტომბერი, შეიძლება კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი იყოს ჩვენს ისტორიაში
- +

10 აგვისტო. 2020. 12:47

 

 

„2020 წლის ოქტომბერი შეიძლება კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი იყოს ჩვენს ისტორიაში“, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”, მიერ მოსახლეობისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.

 

მისივე თქმით, ხელისუფლების ძალას უნდა აბალანსებდეს ღირსება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ხელისუფალი მმართველობიდან უნდა წავიდეს.

 

2020 წლის ოქტომბერი შეიძლება კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი იყოს ჩვენს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა ჩვენი ხალხისთვის უპრეცედენტო მშვიდობა და სტაბილურობა. თავისუფლება, რაც ყველაზე მთავარია. ღირსება დაუბრუნა ქართველ ხალხს. ნათქვამია, რომ თუ ძალას არ აბალანსებს ღირსება, ასეთი ხელისუფალი მმართველობიდან უნდა წავიდეს. აი, სწორედ ასეთი ხელისუფლება გვყავდა ჩვენ, სულ ღაღაც 8 წლის წინ, მაგრამ ჩვენ თქვენთან ერთად შეუძლებელი შევძელით. თქვენ ასეთი ხალხი ხართ, ჩემო ძლიერო კახელებო“, - მიმართა ღარიბაშვილმა შეკრებილებს.

 

თავდაცვის მინისტრმა ამ რეგიონიდან აგვისტოს ომში დაღუპული გმირი მებრძოლები გაიხსენა.

 

„კახეთი სწორედ ასეთი გმირი ვაჟკაცების კუთხეა. ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი თავდადებით, შეუპოვრობით, ბრძოლისუნარიანობით, განსაკუთრებული პატრიოტიზმით. მე მადლობას მოგახსენებთ თითოეულ თქვენგანს გვერდით დგომისთვის. ჩვენ თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით გავაგრძელებთ მშვიდობიანი, სტაბილური, განვითარების ეტაპს და ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს კიდევ უფრო გავაძლიერებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ერეკლე მეფის სასახლის შიდა ეზოში, პოლიტიკური გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრნენ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner