logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რეგიონალურ დონეზე ხელი შევუწყოთ ახმეტაში ახალი ინვესტიციების შემოდინებას
- +

10 აგვისტო. 2020. 15:20

 

 

„ჩემთვის ღირსების მომგვრელია, რომ საარჩევნო კამპანია იწყება კახეთში, ერეკლეს სასახლიდან და გრძელდება ახმეტაში, რომელიც სიმბოლოა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, ახმეტა, რომელიც არის სიმბოლო იმისა, რომ ქართველი კაცისთვის ღირსება არის უმთავრესი რამ“, - ამის შესახებ თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის ოლქში დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ახმეტაში წარდგენისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ძალიან კარგად იცის ყველა ის გამოწვევა რაც აქტუალურია ახმეტაში, თელავში თუ კახეთის სხვა მუნიციპალიტეტში.

 

„როდესაც გამარჯვების შემდეგ პარლამენტში მომიწევს მუშაობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, პირდაპირ ჩავერთვები იმ საკითხების გადაწყვეტაში, რაც რეალურად მოგვცემს იმისა საშუალებას, რომ თითოეულმა მოქალაქემ უფრო ეფექტურად, უფრო სწრაფად მიიღოს ის დახმარება და სერვისი, რასაც ის თავისი მუნიციპალიტეტისგან ელოდება. თითოეულმა ფერმერმა თითოეულმა მევენახემ, გლეხმა, მშრომელმა კაცმა მიიღოს უნდა ის აუცილებელი ინსტრუმენტები, იქნება ეს ფინანსური კუთხით, ცოდნის თვალსაზრისით, თუ მხარდაჭერის კუთხით, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მან თავისი მეურნეობა კარგად გამართოს და ბიზნესი კარგად აწარმოოს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რეგიონულ დონეზე მოხდეს ის ცვლილებები, რაც ახმეტაში ახალი ინვესტიციების შედინებას შეუწყობს ხელს.

 

„მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რეგიონალურ დონეზე მოხდეს ისეთი ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს ახმეტაში ახალი ინვესტიციების შემოდინებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ახმეტა არც ერთმა მხარეს არ ჩამოუვარდება თავისი საინვესტიციო თუ ტურისტული პოტენციალით, პირიქით, აქ არის ისეთი განუმეორებელი სიმდიდრე, რაც მთელი საქართველოს მარგალიტია. როგორიც არის თუშეთი, რომელიც ალბათ მთელი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდება და მთელი მსოფლიო ნახავს, რას ნიშნავს ხელუხლებელი, შენარჩუნებული კულტურული და არქიტექტორული გარემო, სადაც მთელი მსოფლიო ჩავა და ძალიან ბევრი გეგმა უკვე დაწყებულია იმისთვის, როგორ განვითარდეს ის ტურიზმი“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner