logo_geo
eng_logo
მმართველი გუნდის ლიდერები ალავერდის მონასტერში იმყოფებოდნენ
- +

10 აგვისტო. 2020. 20:21

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი ალავერდის მონასტერში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.

 

მმართველი გუნდის ლიდერებმა მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე საფუტკრე მეურნეობა „თაფლიკაცი“ დაათვალიერეს, რომელიც ცვილს, დინდგელს, ფუტკრის რძეს და თაფლს აწარმოებს.

 

სტუმრებს მონასტერში ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა უმასპინძლა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner