logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ კარგად გვახსოვს 2019 წლის ივნისის მოვლენები
- +

12 აგვისტო. 2020. 02:44

 

 

„ჩვენ კარგად გვახსოვს 2019 წლის ივნისის მოვლენები. ცალკე განსახილველია ის შეცდომა, რომელიც ჩვენ ვაღიარეთ და ვთქვით, რომ შეცდომა იყო, მაგრამ ამის შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები, რა თქმა უნდა, იყო და არის პირდაპირი მცდელობა ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის. რა თქმა უნდა, მაშინ სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და პასუხი გავეცით საკადრისი, ისეთი, როგორიც უნდა გაგვეცა ჩვენ მაშინ, მაგრამ ეს ძალა, რომელიც ქმნის დესტაბილიზაციას ქვეყანაში, რომელიც არის მთავარი დესტრუქციული ძალა და ქაოსის შემომტანი ჩვენს ქვეყანაში, ყველამ ერთად უნდა გავიყვანოთ პოლიტიკური ველიდან“ - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყვარელში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარსადგენად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

 

„2012 წელს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით შეუძლებელი და მაშინ ხელისუფლებას, მმართველობას ჩამოვაცილეთ ეს ყველაზე საშიში ადამიანების გაერთიანება. გუშინ ვთქვი და მინდა გავიმეორო - ადამიანი არის საშიში და მით უფრო, ხელისუფალი არის საშიში მაშინ, როცა ძალაუფლებას არ აბალანსებს ღირსება. ამ ადამიანებში ღირსების არავითარი ნატამალი არ არსებობს. სწორედ ამიტომ იყო ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა ამ ადამიანების ჩამოშორება ხელისუფლებიდან. ახლა ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს 2020 წელს ამ ადამიანების, ამ ანტიეროვნული ძალის პოლიტიკური ველიდან გაყვანა. ეს შეუძლებელია თქვენი მხარდაჭერის გარეშე“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მისივე განცხადებით, ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

„მთავარი მონაპოვარი სწორედ მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლებაა, მყარი საფუძველი, რასაც უნდა დაეშენოს განვითარება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა. ვმოგზაურობთ რა ჩვენს რეგიონებში, ვხედავთ რომ ჩვენი მოსახლეობა არის გაჭირვებული. პრემიერი თავის გამოსვლებში მუდმივად საუბრობს იმაზე თუ როგორ უნდა დავაჩქაროთ ეკონომიკა და განვითარება. გამოწვევები ძალიან ბევრია და ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს სიტუაცია გააუარესა პანდემიის შემოსვლამ ჩვენ ქვეყანაშიც. იმის მიუხედავად, რომ მართლაც უნიკალურად იმართა ჩვენი მთავრობის და ჩვენი გუნდის პარტიის ხელმძღვანელის ჩართულობით ეს კრიზისი და მოსახლეობას ჩვენ ავარიდეთ ძალიან სერიოზული გამოწვევა, ძალიან სერიოზული განსაცდელი, ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ ეს გაჭირვება და ეს სიდუხჭირე არ დამდგარა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს თავს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში თვითონ ვანგრევდით ჩვენს ქვეყანას, თითქოს რაღაც მოჩვენებითს ვაშენებდით და ერთი ხელის მოსმით, ჩვენივე ხელით ვანგრევდით. აგვისტოს ომი ამის ნათელი მაგალითია. 2008 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ ძალიან დიდ ჩიხში შეიყვანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა - დაკანონდა ოკუპაცია, ჩვენ დავკარგეთ 100 -ზე მეტი სოფელი, კოდორი, ახალგორი, ათიათასობით დევნილი მივიღეთ და ამ გამოწვევის წინაშე ვართ თქვენთან ერთად. ამიტომ, მთავარი, რის შენარჩუნებაც გვჭირდება, არის სწორედ იმ მთავარი მონაპოვარის - სიმშვიდის, სტაბილურობისა და თავისუფლების შენარჩუნება, რომელიც უნდა გავამყაროთ ყველამ ერთად, ოქტომბრის არჩევნებში იმისთვის, რომ გვქონდეს გრძელვადიანი განვითარება და სტაბილურობა ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობისთვის“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner