logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: პირველი ვიქნები თუ ბოლო ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს!
- +

12 აგვისტო. 2020. 16:40

 

 

„ჯერ პირველი ათეული ცნობილი არ არის, ზოგიერთებს რომ ეჩქარებათ, ჩვენ ჯერ საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მაგასაც მოვასწრებთ, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას პარტიული სიის ათეულის შესახებ.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომლითაც ის იბრძოლებს გამარჯვებისთვის.

 

„მერწმუნეთ, რომ ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომლითაც მე ვიბრძოლებ ამ გამარჯვებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში. ამიტომ, პირველი ვიქნები თუ ბოლო ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner