logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილის ბოდვების განხილვა, რომელმაც გაცილებით მეტი დააშავა, ვიდრე ამის შესახებ საზოგადოებამ იცის, არ მგონია, სწორი იყოს
- +

12 აგვისტო. 2020. 17:12

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის თქმით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატზე ვერ შეთანხმდება.

 

როგორც საქართველოს პირველ არხს ვოლსკიმ განუცხადა, საერთო კანდიდატზე ვერც შეთანხმდებიან, რადგან განსხვავებული ამბიციების მქონე პოლიტიკური ძალები არიან.

 

„მათ სულ რომ გაეცალო და დატოვო, ერთი რესურსი აქვთ, ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანონ. სააკაშვილი ამბობს, რომ პრემიერობისთვის მზა არის. ამ დროს ის პოლიტიკური ძალა უნდა დაფიქრდეს, რომელმაც მისი კანდიდატურა უნდა დაასახელოს, მას აქვს კი ის რესურსი, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოაგონოს – თუ რა უბედურება დაატრიალა ქვეყანაში, ვის დაუტოვა ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებული, რამდენი ადამიანი დატოვა სარჩო-საბადებელის გარეშე, რამდენი ადამიანი ელემენტარული სამედიცინო მომსახურების გარეშე, რამდენი ადამიანი აწამა და გამოასალმა სიცოცხლეს. ასევე, არის თუ არა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები რელევანტური იმ ამბიციებთან მიმართებაში, რაც გინდ, სააკაშვილს და გინდ, მის პოლიტიკურ გუნდს გააჩნია. მიხეილ სააკაშვილის ბოდვების განხილვა, იმ ადამიანის, რომელმაც გაცილებით უფრო მეტი დააშავა, ვიდრე ამის შესახებ საზოგადოებამ იცის, არ მგონია, რომ სწორი იყოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner