logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობა მალე დასრულდება
- +

3 მარტი. 2016. 23:28

 

 

 

„ძალიან მალე "რესპუბლიკურ პარტიასა" და პარტია "ქართულ ოცნებას" შორის ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობა დასრულდება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს "რესპუბლიკელთა" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.


უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარი იყო საქმიანი და უკიდურესად კეთილგანწყობილი.


"ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ რესპუბლიკური პარტია" და პარტია "ქართული ოცნება" სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში ვრჩებით. მეტიც, ძალიან მალე ჩვენ დავასრულებთ ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობას, რომელიც მიმართული იქნება მომავალზე იმისთვის, რომ კოალიციამ თავისი ამოცანები წარმატებით შეასრულოს არა მხოლოდ ამ საარჩევნო ციკლის განმავლობაში, არამედ მომავალშიც. ამ საკითხში პრემიერის და "რესპუბლიკური პარტიის" პოზიცია ძალიან მყარია. ჩვენ ვაგრძელებთ სტრატეგიულ თანამშრომლობას - სტრატეგიულს და არა ცალკეულ საკითხებზე, თემატურსა და მოკლევადიანს. ამასთანავე, "რესპუბლიკელებსა" და პარტია "ქართულ ოცნებას" შორის შეთანხმება დაზუსტდება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.


ჟურნალისტების კითხვაზე, "რესპუბლიკური პარტიისა" და პარტია "ქართული ოცნების" ორპარტიულ შეთანხმებაზე შესაძლო გადასვლა ნიშნავს თუ არა იმას, რომ კოალიცია ახალ ფორმატზე გადადის, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სიახლე ყველაფერს სჭირდება, მათ შორის კოალიციას.


"ჩვენ როცა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ კოალიციაში ერთად დავდექით, გვქონდა კონკრეტული ამოცანები - მაშინ ეს იყო რეჟიმის დასრულება. ეს მოვახერხეთ, დავასრულეთ. შემდგომი ოთხი წლის ერთობლივი საქმიანობა, სტრატეგიული პარტნიორობა კი ნიშნავს სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო საქმიანობას", - განმარტა უსუფაშვილმა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner