logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: რესპუბლიკური პარტია არის სიმსივნე კოალიციაში!
- +

9 მარტი. 2016. 14:28


„უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე კოალიციიდან რესპუბლიკური პარტიის გასვლის აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტიის პოზიცია ქვეყნის მოსახლეობის 90% -ზე მეტის აზრს ეწინააღმდეგება:


„რესპუბლიკურ პარტია საუბრობს, რომ მათთვის ქორწინებასთან დაკავშირებით, საკმარისია სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ქვეყნის ძირითადი კანონი არის კონსტიტუცია. არის საფრთხე, ვინმემ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს სარჩელი, რომ სამოქალაქო კოდექსის ეს ჩანაწერი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. რესპუბლიკური პარტია არის სიმსივნე კოალიციაში, რომელიც თუ არ მოიკვეთა კოალიციისთვის მომაკვდინებელ შედეგს გამოიწვევს. პარტია, რომელსაც ყველა სტრატეგიული, ეროვნული ცნობიერების კუთხით განსხვავებული პოზიციები გააჩნია, შეუძლებელია დარჩეს კოალიციაში. თუკი ნება იქნება, შესაძლებელია ეს საკონსტიტუციო ცვლილება არჩევნებამდე მოესწროს", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.


 

right_banner
არქივი
right_banner