logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დოკუმენტაცია მომაწოდეს, რომ გივი თარგამაძის სახელზე ვინმე ციციკორე კუკუმაშვილმა რუსეთიდან გადმორიცხა თანხა
- +

9 მარტი. 2016. 16:16



ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" შოუს მოწყობა სცადა, მათი განცხადებები მხოლოდ სიცრუეს და დემაგოგიას ეფუძნებოდა.



მინისტრის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მათი მისამართით არაერთხელ გააკეთა განცხადება კონსტრუქციული თანამშრომლობის თაობაზე, „ნაციონალური მოძრაობა" კვლავ დემაგოგიის ფორმატშია ჩარჩენილი.



კახა კალაძე დეპუტატ გივი თარგამაძის ბრალდებას, რომ ენერგეტიკის სამინისტროს რუსული ბანკიდან დავით ქარსელაძემ, იგივე „კალატოზამ" 1 100 000 დოლარი გადაურიცხა, ენერგეტიკის მინისტრი იუმორით პასუხობს:


გუშინ ღამით მომაწოდეს დოკუმენტაცია, რომელშიც ასახულია თანხების გადარიცხვა რუსეთის ფედერაციიდან. გადარიცხვა ვინმე ციციკორე კუკუმაშვილმა გააკეთა, მეტსახელად ბუღამ. ბანკი არის სულს ამოგხდით", გადმორიცხულია 745 000, ხოლო საქართველოში მიმღები ბანკია ბოლო გაფრთხილება". თანხა გადმორიცხულია პარლამენტის ანგარიშზე და მითითებულია გივი თარგამაძე. ხოლო თანხის გამოყენების დანიშნულებად მითითებულია მახათების და ალკოჰოლის შეძენა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.


ენერგეტიკის მინისტრმა ჟურნალისტებს იმიტირებული გადარიცხვის ფურცელი აჩვენა.









 

right_banner
არქივი
right_banner