logo_geo
eng_logo
ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროში" 17 საათიდან შეხვედრებს გამართავს
- +

9 მარტი. 2016. 16:59


„მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია „მაესტროში" დღეს, 17 საათიდან შეხვედრებს გამართავს.



ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, ის შეხვდება ტელეკომპანია „მაესტროს" ფინანსურ დირექტორს თემურ გაჩეჩილაძეს და გადაცემების „ბიზნეს-კონტაქტისა" და „საქმიანი დილის" ხელმძღვანელს გიორგი ისაკაძეს.



იწყება მართვის გადაბარების პროცესი, რომელიც არის ძალიან შრომატევადი, დაწყებული შრომითი ხელშეკრულებებით, ასევე მიმდინარე პრობლემებით, კონტინგენტის მართვის სტრუქტურით და ..

ვისაც სურვილი აქვს შევხვდები, ვისაც არა და კამერის გარეშე შევხვდები. თუ რაიმე უკამერო შეხვედრა იყო, ამაში მაინც გამოიჩინოს მაესტრომ" მამაცობა, რომ თავისივე თანამშრომლებს, თავისივე თანამშრომლების მოთხოვნით, უკამერო სიტუაციაში შევხვდე", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.



მისივე თქმით, დღეს შეხვედრა გამართა მეურვესთან, სადაც განიხილეს გაკოტრების საკითხი, იჯარის ხელშეკრულებები და სხვა საკითხები.


ძალიან ბევრ შეხვედრებს ვმართავ. დღეს შევხვდი გაკოტრების მეურვეს. გაკოტრების პროცესი როდესაც არის კომპანიას ყავს ორი დირექტორი - მეურვე და გენერალური დირექტორი. გავიცანით ერთმანეთი. ვისაუბრეთ გაკოტრების თემაზე, იჯარის ხელშეკრულებაზე, შრომით ხელშეკრულებებზე და ბევრ სხვა მიმდინარე საკითხზე, რომელიც საჭიროა ფინანსური და ადმინისტრაციული რეაბილიტაციისთვის", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.


 

right_banner
არქივი
right_banner