logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდება მცხეთაში
- +

31 აგვისტო. 2016. 00:52


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე   აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა  მცხეთაში და აუცილებლად განხორციელდება მომავალშიც.


„არის პროექტები,  რომელიც რამდენიმე თვეა მუშავდება,  მაგალითად, სასმელი წყლით მომარაგების  კუთხით. სოფლებში  იყო სასმელი წყლის დეფიციტი,  ზოგიერთ სოფელში უკვე მოგვარებულია  წყლის პრობლემა,  მაგრამ ზოგან ჯერ კიდევ რჩება, ამიტომ  ვფიქრობ, რომ შემდეგი წლის პრიორიტეტი იქნება  ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა. ასევე გზების  სარეაბილიტაციო სამუშაოები  მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ბევრგან  უკვე მოგვარებულია ეს პრობლემა, მაგრამ დიდწილად მაინც სოფლის  შიდა გზები   მოსაწესრიგებელია.

 

განხორციელებული პროექტებიდან გამოვყოფდი  საბავშო ბაღების რეაბილიტაციას. ჩვენ ავაშენეთ რამდენიმე ბაღი:  ციხისძირში, სადაც 200 ბავშვი უკვე სწავლობს, ქსოვრისში, წეროვანში, მცხეთაში საბავშო ბაღის მშენებლობა უკვე დასრულებულია. 

 

ნატახტარში, ქსანში უკვე დაწყებულია   ბაღების მშენებლობა,  ერედაში უკვე შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.  ასევე სკოლების კუთხით ჩვენ  2 დიდი სკოლა ავაშენეთ,  სადაც  ბავშვები უკვე სწავლობენ .  აშენდა სპორტული მოედნები.  ახლა შენდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი  კომპლექსი, რომლის მშენებლობაც დასრულდება გაზაფხულზე. მცხეთა კულტურული ქალაქია და სამწუხაროდ მცხეთელებს არ ჰქონდათ კულტურის სახლი, ჩვენ უკვე ავაშენეთ  კულტურის სახლის შენობა, ამდროისთვის მიმდინარეობს შიდა მოპირკეთების სამუშაოები.  ასევე მნიშვნელოვანი პროექტია საავადმყოფოები. კერძო ინვესტორის მიერ აშენებული საავადმყოფო მცხეთაში შემოდგომაზე გაიხსნება.  ასევე  შემოდგომაზე ვგეგმავთ, დავიწყოთ 100- ბინიანი  2  კორპუსის  მშენებლობა  დევნილებისთვის, რომლებიც დღესდღეობით გაუსაძლის პირობებში არიან. ასე რომ, მეტად მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა  მცხეთაში და აუცილებლად განხორციელდება მომავალშიც",-  განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner