logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: საერთო სასამართლოები „ნაციონალური მოძრაობის“ უხეში მმართველობისგან გათავისუფლდნენ
- +

2 სექტემბერი. 2016. 16:44



„საერთო სასამართლოები „ნაციონალური მოძრაობის" უხეში მმართველობისგან და პროცესებში ჩარევისგან გათავისუფლდნენ",- ბიძინა ივანიშვილის ამ შეფასებას, რომელიც მან აჭარაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას გააკეთა, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გამოეხმაურა და „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, რომ  ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება არასწორი იყო, რადგან სასამართლოში დარჩენილნი არიან „ნაციონალური მოძრაობის" დროს მოქმედი მოსამართლეები.


„ნაწილობრივ გათავისუფლდნენ ნამდვილად, მაგრამ  იქ დარჩენილნი არიან ის ძველი მოსამართლეები, რომლებიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის მხრიდან იყვნენ გამოყენებულნი უკანონო განაჩენების გამოტანაში. ახლა, რა თქმა უნდა, ის ბერკეტები აღარა აქვთ, მაგრამ იქ არიან დარჩენილები ის მოსამართლეები, რომლებმაც დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები მიიღეს, როგორიცაა გირგვლიანის, ვაზაგაშვილის , ბუტა რობაქიძის,  მოლაშვილის და ასეთი საქმეების გადაწყვეტილებები. აქედან გამომდინარე, ასეთი სასამართლო ვერ მოიპოვებს ნდობას, როდესაც საზოგადოებამ იცის, რომ გადაწყვეტილებებს იღებენ უსამართლო მოსამართლეები. სასამართლოს ნდობის საკითხი, როგორც არ უნდა იყოს ის გათავისუფლებული „ნაციონალური მოძრაობის" ზეწოლისგან, მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.




 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner