logo_geo
eng_logo
გია ხუხაშვილი: ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი უახლოეს პერიოდში დადებითად გადაწყდება
- +

6 სექტემბერი. 2016. 19:03



ექსპერტი გია ხუხაშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას  ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხს ეხმიანება და აცხადებს რომ კონსენსუსის მიღწევა გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება,  თუმცა უახლოეს პერიოდში ეს საკითხი მაინც დადებითად  გადაწყდება.


„ჩვენს მიმართნ თითქოს  პრეტენზიები იმდენი არაფერი არ არის, უფრო ევროკავშირის შიდა პრობლემატიკას უკავშირდება, იმიტომ რომ ჰუმანიტარული პრობლემები  და რისკები ძალიან მაღალია ლტოლვილებთან დაკავშირებით ევროპაში.  ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი მათთვის საკმაოდ რთულად გადასაწყვეტია  და არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა სხვადასხვა ქვეყანაში.  გამომდინარე იქიდან, რომ  შესაბამისი გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენდამი კეთილგანწყობის ხარისხი არის ძალიან მაღალი, კონსენსუსის მიღწევა გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს პერიოდში ეს საკითხი მაინც დადებითად  გადაწყდება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner