logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ფაქტის გამოსაძიებლად მსოფლიოში არსებული ყველა რესურსი იქნება გამოყენებული
- +

12 მარტი. 2016. 21:53



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელების ფაქტის გამოძიება ურთულესი საქმეა, თუმცა ამის სურვილი ნამდვილად არსებობს. ამის შესახებ ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ ფაქტის გამოსაძიებლად ხელისუფლება მსოფლიოში არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს.


ვოლსკი ასევე დავით უსუფაშვილის ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლის თანამხმადაც, უნდა დაწესდეს მილიონი ლარი იმ პირთათვის, ვინც გამოძიებას კონკრეტული დამნაშავის კვალზე მიიყვანს და განაცხადა, რომ აღნიშნულმა ინიციატივამ შესაძლოა საზოგადოებაში ქაოსი შექმნას.


„თანხის შეთავაზებით შესაძლოა გარკვეული ქაოსი შეიქმნას. ვფიქრობ, ის გამოცდილება (ტექნიკური საშუალება), რაც მსოფლიოს გააჩნია, უნდა იყოს და იქნება გამოყენებული. რაც შეეხება სასჯელის თემას, იყო საუბარი, რომ მხოლოდ ამაზე არ უნდა შემოვიფარგლოთ. რასაკვირველია, მხოლოდ სასჯელით არ უნდა შემოვიფარგლოთ, მაგრამ ვფიქრობ, დანაშაული უნდა გაუტოლდეს სიცოცხლის ხელყოფისთვის გათვალისწინებულ ზომას, ეს აუცილებელია. ასევე მნიშვნელოვანია, ისიც, რომ ავთენტურობა ჯერ კიდევ დასადგენია. არის საკითხები, რომელიც აბსოლუტურად არ არის ღია. როგორც მე მითხრეს კადრები 135-მა ადამიანმა ნახა", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×