logo_geo
eng_logo
თეიმურაზ ჭკუასელი: ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის შედგენის პროცესში უნდა ჩაერთოს
- +

15 თებერვალი. 2016. 13:23


უნდა ჩაერთოს თუ არა მმართველი პარტიის საარჩევნო სიის შედგენის პროცესში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, - ამ საკითხზე „რეპორტიორის" პრეკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეიმურაზ ჭკუასელმა ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გუნდის შიგნით მსჯელობა უკვე მიმდინარეობს.


„მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესში უნდა ჩაერთოს. მან თქვა კიდეც, რომ აქტიურად მიიღებს მონაწილეობას და ბუნებრივია, ჩაერევა კიდევაც. ივანიშვილთან მაკავშირებს დიდი ხნის მეგობრობა, რაც მაძლევს უფლებას, ვთქვა, რომ მან იცის ყველა ადამიანის მოსმენა, ისმენს ყურადღებით რჩევებს და განიხილავს. ის არასოდეს წყვეტს ერთპიროვნულად საკითხებს. უყვართ ამაზე საუბარი, მაგრამ გარწმუნებთ, ასე არ არის", - განაცხადა ჭკუასელმა „რეპორტიორის" პრეკლუბში გამართულ ბრიფინგზე.


 

right_banner
არქივი
right_banner