logo_geo
eng_logo
ვიქტორ დოლიძე: ე.წ. კაბელების საქმეზე კიდევ უფრო ბევრის გაკეთება შეგვიძლია
- +

22 ნოემბერი. 2016. 17:20



ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ ე.წ. კაბელების საქმეზე კომენტირებისას და იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად შეიცვალა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.


მისი თქმით, ე.წ. კაბელების საქმეზე კიდევ უფრო ბევრის გაკეთება შეგვიძლია იქიდან, სადაც ახლა ვართ.



არასდროს ჩემს ცხოვრებაში, პრინციპებიდან, ღირებულებებიდან არ გადამიხვევია და არც ვაპირებ აქედან გადახვევას. მათ ოჯახებთან, პატიმრებთანაც არ დამიკარგავს კონტაქტი. რამდენიმე ხნის წინ მე თვითონ ვნახე ისინი და მათი აღქმა არის აბსოლუტურად ადეკვატური. კიდევ უფრო ბევრის გაკეთება შეგვიძლია იქიდან, სადაც ახლა ვართ," - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.



დოლიძე არ მიიჩნევს, რომ „თავისუფალი დემოკრატები" თავის დროზე ხმაურიანად წავიდნენ ხელისუფლებიდან და აცხადებს, რომ მის მიერ გადადგმულ არც ერთ ნაბიჯს არ ნანობს.



არ ვიტყოდი მე, რომ ხმაურიანად წავედით. ყველა ეტაპს პოლიტიკაში თავის თავისებურებები აქვს. მართალი გითხრათ, არც ერთ ჩემს ნაბიჯზე არ მწყდება გული, რომელიც პოლიტიკაში გამიკეთებია აქამდე. ვფიქრობ, რომ ყველა ეს ნაბიჯი იყო სწორი, გამომდინარე აქედან, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, არახალია ჩემი მოსაზრება იმის შესახებ, რომ გიორგი კვირიკაშვილთან და მის მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად ვიყავით, მიუხედავად იმისა, ჩვენ შევიდოდით პარლამენტში თუ არა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა და შეუძლია, კიდევ უფრო მეტი პოლიტიკურად გამართლებული და კულტურული ელემენტები შეიტანოს ქართულ პოლიტიკაში, რაც წაადგება იმ საქმეს.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ ჩაბღაუჭება ვიწროპოლიტიკური პარტიული ინტერესებისადმი თუ ხელისუფლებისადმი და დავიწყოთ რეფორმების გატარება.

 მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის. ერთგვარი უჩვეულო პოლიტიკური რეალობაა ქვეყანაში კარგი გაგებით, როდესაც ყოფილ ოპოზიციონერს მთავრობაში ეპატიჟებიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი განაცხადია, პირველ რიგში, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ასევე ჩემი მხრიდან, როდესაც ჩვენ სახელმწიფოებრივად ვუდგებით ამ საკითხს. მე ვაპირებ, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო იმაში, რომ სხვა უწყებებთან ერთად, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადავდგათ თვისობრივად კიდევ უფრო ძლიერი ნაბიჯები", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner