logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ე.წ. ფარულ მოსმენებზე კანონმდებლობის გადასინჯვა არასამთავრობოების ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი
- +

10 იანვარი. 2017. 13:47



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გადასინჯვა არასამთავრობო სექტორის ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი.


მიმდინარეობს კონსულტაციები მათ შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასეთი ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი კანონის გადასინჯვა", - განაცხადა კობახიძემ.


„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ," „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტების შემუშავების მიზნით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.


საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს ეხება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner