logo_geo
eng_logo
მთავრობა „გაზპრომის“ წინადადებას დღევანდელ სხდომაზე განიხილავს
- +

11 იანვარი. 2017. 10:44


 


საქართველოს მთავრობა დღეს „გაზპრომ-ექსპორტთან" მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ წინადადებებს განიხილავს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მთავრობის მიერ ამ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, სხდომის შემდეგ განმარტებას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გააკეთებს.


ბატონი კახა კალაძე დაბრუნდა მინსკიდან, სადაც გაიმართაგაზპრომ ექსპორტთან" მოლაპარაკებები. დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ იმ წინადადებებს, რომლის მიღწევაც შესაძლებელი გახდა ამ მოლაპარაკებების შედეგად. მთავრობის სხდომის შემდეგ ბატონი კახა გააკეთებს განმარტებებს იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელსაც მიიღებს მთავრობის სხდომა ამ საკითხთან მიმართებაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის დაწყებისას.




 

right_banner
არქივი
right_banner