logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ქართულმა მხარემ „გაზპრომისგან“ საინტერესო წინადადება მიიღო
- +

11 იანვარი. 2017. 10:49


 


ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საქართველომ „გაზპრომისგან" გუშინ გამართულ შეხვედრაზე „საინტერესო წინადადება" მიიღო.


რამდენიმე შეხვედრა გაიმართაგაზპრომთან", თუმცა აბსოლუტურად უშედეგოდ, რადგან ჩვენი პოზიციები ძალიან განსხვავებული იყო. ამ შეხვედრას რაც შეეხება, საინტერესო იყო - საინტერესო წინადადება იქნა გაჟღერებულიგაზპრომის" მხრიდან. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს წინადადება არის ბოლო შემოთავაზება. ვფიქრობ, საინტერესოა, დღეს მთავრობაზე ვიმსჯელებთ და შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით.

 

ძირითადად საუბარი იყო ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წინა შეხვედრაზე იმდენად განსხვავებული იყო ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან, რომ საერთოდ საუბარს აზრი არ ჰქონდა, თუმცა ბოლო შეხვედრაზე გაჟღერებული შემოთავაზება საინტერესოა და ამაზე ვიმსჯელებთ. საუბარია ფინანსურ ანაზღაურებაზე", - განაცხადა კახა კალაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner