logo_geo
eng_logo
„გარკვეულ კლუბებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ, მინდა დავავალო შს მინისტრს ამ დისკრიმინაციული მიდგომით დაინტერესდეს“
- +

11 იანვარი. 2017. 10:49


 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს დაავალა, გარკვეულ კლუბებსა და ბარებში ადგილობრივი მამაკაცების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომებით დაინტერესდეს.


„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ვარდების მოედნის" ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში ხდება კანონდარღვევები. ამ კუთხით იყო პრობლემები ადრე. შემდეგ ჩვენ გარკვეული ძალისხმევა გავწიეთ, მაგრამ როგორც ეტყობა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. მე მინდა დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს და სამინისტროს, დაინტერესდეს ამ პრობლემით. საუბარია იმაზე, რომ ხდება დისკრიმინაციული მიდგომა. როგორც მე ვიცი, ადგილობრივ მამაკაცებს არ უშვებენ ამ ობიექტებში და სამწუხაროდ, უშვებენ მხოლოდ მანდილოსნებს. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მე მინდა ყველანაირი ცხელი ემოციებისგან ჩვენ თავი შევიკავოთ და კანონის კუთხით მივუდგეთ ამ საქმეს. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც, სამწუხაროდ, გაშუქდა, რომ არის მხოლოდ ნეგატიური შედეგების მატარებელი, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ამ კანონით ჩვენ გვაქვს საშუალება ასეთ შემთხვევებში დავიცვათ ჩვენი უფლებები. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი არც ერთი ახალგაზრდა. ამიტომ მე სრული კატეგორიულობით ვითხოვ ამ პრობლემის მოგვარებას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისგან. ყველანაირი რეიდების, ძალადობრივი ქმდებების გარეშე, კანონის სრული გამოყენებით და ამოქმედებით, მინდა, რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული უმოკლეს პერიოდში", - განაცხადა პრემიერმა.


პრემიერმა ასევე სთხოვა ადამინიას უფლებების საკითხში მის თანაშემწეს, სოფიო ჯაფარიძეს, დაინტერესდეს ამ საკითხით და შეისწვალოს, რამდენად დაცულია საქართველოს კანონმდებლობა ასეთ ობიექტებში.


თუ ეს არის დახურული ტიპის კლუბი, მაშინ მას უნდა ჰქონდეს განაწესი, რომელიც იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, რა კრიტერიუმებით ხდება ადამიანების შერჩევა იქ შესვლისთვის. ხოლო თუ ეს არის ღია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, მაშინ იგი მთლიანად უნდა დაექვემდებაროს იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონის თვალსაზრისით და არ დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა. იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ ასეთი არც ტურისტი გვინდა და არც დამატებითი შემოსავალი, რომელიც საქართველოს კანონს არად დაგვიდევს", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

right_banner
არქივი
right_banner