logo_geo
eng_logo
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა 13 იანვარს ჩაინიშნა
- +

11 იანვარი. 2017. 13:37


ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" სხდომა 13 იანვარს ჩაინიშნა. როგორც ფრაქციის წევრები აცხადებენ, სხდომის დღის წესრიგი ჯერ დაზუსტებული არაა, ამიტომ დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებენ.


როგორც ცნობილია, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" სხდომა რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა ის პარტიის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების გამართვის მიზეზით და გიგი უგულავას თხოვნით გადაიდო.


სხდომაზე ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენების საკითხის დაყენებას აპირებდნენ.





 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner