logo_geo
eng_logo
ხათუნა გოგორიშვილი: უნდა ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება, ადამიანი, რომელიც ტელევიზიით გველაპარაკება, იყოს ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარე
- +

11 იანვარი. 2017. 17:27


 


„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, 13 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის სხდომაზე საორგანიზაციო საკითხების განხილვა მოხდება.


„13 იანვარს ფრაქციის სხდომაზე რამდენიმე საორგანიზაციო საკითხი განიხილება, მათ შორის უნდა ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება, ადამიანი რომელიც ტელევიზიით გველაპარაკება, იყოს ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარე", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.


რაც შეეხება პარტიის ქონებას, როგორც ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, ეს მისთვის საინტერესო თემა არ არის.




 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner