logo_geo
eng_logo
ვიქტორ დოლიძე დარწმუნებულია, რომ LIBE-ს კომიტეტი დღეს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციას მხარს დაუჭერს
- +

12 იანვარი. 2017. 11:15



ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი დღეს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციას მხარს დაუჭერს.


რაც შეეხება იმას, თუ როდის გაიმართება კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე, დოლიძის თქმით, დაზუსტებული არ არის.


დღეს არის განხილვა LIBE- კომიტეტში, შემდეგ პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი, თუმცა პარლამენტის კენჭისყრის თარიღი ჯერჯერობით დაუდასტურებელია. ეს შეიძლება იანვრის ბოლოსკენ ან თებერვლის დასაწყისში იყოს, ზუსტად ვერ გეტყვით",- განუცხადა ინტერპრესნიუსს" ვიქტორ დოლიძემ.



 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner