logo_geo
eng_logo
ნიკა მელია: ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთა არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას დაემსგავსება
- +

12 იანვარი. 2017. 12:19




 „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას შეფასებით, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთა არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას უფრო დაემსგავსება, ვიდრე პოლიტიკური პარტიის რაიმე ნიშანწყალი ექნება.


„ბუნებაში არ მოიძებნება „ნაციონალური მოძრაობის" 7000 წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს გიგა ბოკერიას და მისთვის სასურველი შედეგი არ დადგებოდა ყრილობაზე. აქედან გამომდინარე, მან დაახლოებით, ერთი თვის წინ, გადაწყვიტა, რომ პარტია დაეტოვებინა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჯგუფი დატოვებს „ნაციონალურ მოძრაობას". ახლა გვაქვს ინფორმაცია, რომ ხალხი ჩამოჰყავთ სამცხე-ჯავახეთიდან, ქუთაისიდან და სხვადასხვა რაიონიდან, რომ რაც შეიძლება ისე წარმოჩნდნენ, თითქოს ისინი ბევრი არიან. მე მათ ნაწილს ვუსურვებ წარმატებას იმ გზაზე, რომელსაც ისინი თავად ირჩევენ, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ეს იქნება გაერთიანება, რომელიც უფრო დაემსგავსება არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას, ვიდრე პოლიტიკური პარტიის რაიმე ნიშნწყალი ექნება. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცნობ ბოკერიას. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იგი რაიმენაირად კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან, ამას აბსოლუტურად გამოვრიცხავ, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა უკანასკნელ პერიოდში. მათ შორის, მე მაქვს ბევრი ინფორმაცია, ბევრი კითხვის ნიშანი და ამდენი შემთხვევითობის უბრალოდ არ მჯერა. ცხოვრებაში არის ვითარებები, როდესაც აგური რომ თავზე დაგეცეს, შემთხვევითობას ვერ აბრალებ და ამას სჭირდება ახსნა-განმარტება, რომელიც არც ერთ მათგანს უბრალოდ არ მიუცია საზოგადოებისთვის", - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner