logo_geo
eng_logo
მარია გაბრიელი: ევროპარლამენტი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს
- +

12 იანვარი. 2017. 14:33



საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი „Twitter"-ზე წერს, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციისადმი დიდი უმრავლესობით მხარდაჭერით ევროპარლამენტი აგზავნის მტკიცე სიგნალს, რომ საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.


ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტი (LIBE) საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.


საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 42-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ორმა დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner