logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება ზუსტად ასახავს საქმის მიმდინარეობას
- +

16 თებერვალი. 2017. 19:23



„ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სახელმწიფომ ყველა ზომა უნდა მიიღოს, რათა თავიდან აიცილოს სახელმწიფოსადმი სერიოზული დარტყმის მიყენების პერსპექტივა.


ვოლსკის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროფესიონალურად იმოქმედა, როცა გერმანიაში პატრიარქთან სახელმწიფო დაცვა მიავლინა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც საუბარია კონკრეტულ პირებზე ან ინსტიტუტზე, ვიდრე გაირკვევა, თუ რა ხდება, პირველი პირი ყოველმხრივ დაცული უნდა იყოს.

 

„პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება ზუსტად ასახავს საქმის მიმდინარეობას. სანამ საქმე ბოლომდე არ იქნება მიყვანილი, ნებისმიერი საუბარი იმის შესახებ ბოროტმოქმედების სამიზნე სასულიერო პირია, თუ სამოქალაქო პირი, ზედმეტია. ეს თემა არის ძიების პროცესში. რაც შეეხება ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებას, მე მხოლოდ გავიმეორებ იმას, რომ ფაქტია, ადამიანი დაკავებულია იმის გამო, რომ მან შეიძინა ციანიდი და მიემგზავრებოდა გერმანიაში, სადაც პატრიარქს ოპერაცია უტარდებოდა. ეს არის მოცემულობა. გამოძიება დაადგენს, ვინ იყო შესაძლო მოწამვლის მსხვერპლი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის, ნათია სუხიაშვილის განცხადებით, საქმეში, რომელზეც დეკანოზი გიორგი მამალაძეა დაკავებული, პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე საუბარი არ არის. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner