logo_geo
eng_logo
თემურ ჭკუასელი ნიკა გვარამიაზე: არ შეიძლება ყველას და ყველაფერს ამ ქვეყანაზე შეურაცხყოფა მიაყენო
- +

17 თებერვალი. 2017. 14:54



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თემურ ჭკუასელმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გვარამია თავისი განცხადებებითა და ქმედებებით ყველას და ყველაფერს შეურაცხყოფას აყენებს.

 

„ქართველ საზოგადოებას ნიკა გვარამიამ ხელთათმანი ესროლა, ძალიან გამომწვევად იქცევა. როგორც ჩანს, ეს მისი ცხოვრების სტილია, მაგრამ არ შეიძლება ყველას და ყველაფერს ამ ქვეყანაზე შეურაცხყოფა მიაყენო.

 

ზოგადად, რაზეც იმ ჩანაწერშია საუბარი, შეუიარაღებული თვალებითაც კი ჩანს, რომ დანიის სამეფოში ყველაფერი კარგად არ იყო და ასე ვთქვათ, ყარდა!" - განაცხადა ჭკუასელმა.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი გაბუნიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც დავით ნარმანიას მისამართით იყო გაკეთებული. ჭკუასელის თქმით, მსგავსი სიუჟეტები ნორმალურ ტელევიზიაში არ უნდა გადიოდეს. როგორც თემურ ჭკუასელმა აღნიშნა, „რუსთავი 2" უნდა დარჩეს კრიტიკულ ტელევიზიად, მაგრამ შეწყვიტოს სიცრუის გავრცელება.


„თვითონ ის ფაქტი, ნარმანიაზე რამდენიმე დღის წინ რომ ილაპარაკეს, მაპატიეთ და, საზოგადოებრივ ტუალეტთან დაკავშირებით, შეიძლება, რომ მსგავსი სიუჟეტი ნორმალურ ტელევიზიაში გავიდეს? მე ვთვლი, რომ არა. მაგრამ, როგორც ამბობენ, ბავშვი რომ იძახის, გამდის და ვტირიო, ალბათ ეგრეა, გასდით.

 

დღეს წავიკითხე, რომ იან კელიმ განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, „რუსთავი 2" თუ  ისეთი დარჩება, როგორიც არის, ძალიან გაგვიხარდებაო. ეს ერთგვარი ფრთხილი დიპლომატიური განცხადებაა, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ მეპატრონე არ გამოიცვალოსო, სამართლიანობა უნდა აღდგეს. დირექტორის შეცვლის მერე როგორი იქნება „რუსთავი 2", ეს ხომ ჩვენ არ ვიცით? იქნებ ისეთი დარჩეს, როგორიც არის? მაგრამ მე არ ვისურვებდი ამას. დარჩეს კრიტიკული, მაგრამ ტყუილების ტირაჟირება საშინელებაა" - განაცხადა ჭკუასელმა.



 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner