logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: ილია მეორის სიყვარულით გამთბარმა მიმართვამ შესაძლებელია ტემპერატურა დასწიოს
- +

17 თებერვალი. 2017. 15:22



„ქართული ოცნების" დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართვას გამოეხმაურა. როგორც ნარჩემაშვილმა განაცხადა, პატრიარქის მიმართვამ შესაძლოა არსებული ტემპერატურა დაწიოს.


„ეჭვი არ მეპარებოდა, რომ პატრიარქის განცხადება იქნებოდა სწორედ ასეთი, რადგან საქართველოს ეკლესიის წინამძღოლს, იმ ინსტიტუციის წინამძღოლს, რომელსაც ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ნდობა აქვს, შეუძლებელია, სხვაგვარი რიტორიკა ჰქონოდა. სწორედაც მისმა დაბალანსებულმა და სიყვარულით გამთბარმა მიმართვამ შესაძლებელია საკითხზე ტემპერატურა დასწიოს, რაც ძალიან გვჭირდება ყველას - ოპოზიციასაც და პოზიციასაც, რადგან საქმე ჩვენი თვითმყოფადობისთვის და ინდენტობისთვის მნიშვნელოვან ინსტიტუტს ეხება. არ უნდა გადავიდეთ ყველანი ერთად თვითგანადგურების რეჟიმში", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.


ნარჩემაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ როცა საქმე ასეთ ინსტიტუციას ეხება, განცხადებები ყოველთვის ემოციურია.


„ეს არ არის გასაკვირი, მით უფრო, პოლიტიკური პირებისგან, რომლებიც არ არიან ვალდებული, იცოდნენ სამართალწარმოების წესები და სხვა საკითხები. ფრაზეოლოგიურად პირდაპირ პატრიარქი არ დასახელებულა. მოქმედებები შესაძლებელია იყო ამგვარი, მაგრამ ნახეთ, როგორი ვითარებაა: პროკურატურამ გააკეთა განცხადება - „მაღალი იერარქიის პირი", მაგრამ საზოგადოებამ და მედიამ მიიჩნია, რომ ვინაიდან სახელმწიფო დაცვის ხელმძღვანელი გაემგზავრა, ვინაიდან ზომები იქნა მიღებული პატრიარქის უსაფრთხოებისთვის, ეს მიმართული იყო პატრიარქზე. ეს ყველაფერი ამან განაპირობა", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილი.


 

right_banner
არქივი
right_banner