logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: „რუსთავი 2“-იც და გვარამიაც არიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში
- +

17 თებერვალი. 2017. 15:49



ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის ჩანაწერის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელწერა „ნაციონალური მოძრაობისას" ჰგავს. მისი თქმით, გვარამია ძალიან დიდი პრივილეგიებით სარგებლობს.


„რუსთავი 2"-იც და გვარამიაც არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში. წარმომიდგენია ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც ცნობადი, გვარამიას გენერალური პროკურორის მოადგილეობის ყოფნისას, როგორ გაბედავდა, რომ ულტიმატუმის ენით ელაპარაკა, მე დაკითხვაზე არ წავალ და ა.შ. დანარჩენი ყველაფერი იფარება, როდესაც ერთი ადამიანი ასეთ პირობებს აყენებს, ამ შემთხვევაში გვარამია. საზოგადოების ერთ ნაწილს, განსაკუთრებით ჩვეულებრივ ნაწილს არ აინტერესებს შინაარსი, რა მოხდა იმ დაკითხვაზე, მთავარია ეს დემარში, რომელიც გვარამიამ განახორციელა. ეს დემარში კი, რჩება მას ყოველთვის.

 

რაც შეეხება ჩანაწერს, მე ვერ ვიტყვი, მონტაჟია თუ არა, არ ვარ ამის სპეციალისტი, მაგრამ ხელწერა ძალიან ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის" ტექსტს და მათ შორის დიალოგები არა ერთი მოგვისმენია. ასე ვთქვათ, პათოსი არის იდენტური, რაც სხვა შემთხვევაში, თუნდაც სხვა პერსონალიებს შორის დიალოგისას მოგვისმენია", - განაცხადა არეშიძემ.

 



 

right_banner
არქივი
right_banner