logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
- +

17 თებერვალი. 2017. 17:06



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა.


საუბარი სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო.


პრემიერმა სლოვაკეთს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.


ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, რომელიც 2017 წელს გაიმართება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსალოდნელ ვიზიტს ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მაისში იგეგმება.


შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ და სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე ისაუბრა.


სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner