logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია გვთავაზობს, უარი ვთქვათ გაზზე და დავძაბოთ ურთიერთობა სომხეთთან
- +

17 თებერვალი. 2017. 18:25



საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით, „გაზპრომის" შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხზე ნდობის ჯგუფის შექმნის საკითხი დესტრუქციული მოთხოვნაა. მისი განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნის დასაბუთება საკმაოდ სუსტია.

 

„მათი მოთხოვნის დასაბუთება საკმაოდ სუსტია. ისინი ამბობენ, რომ არ ენდობიან შეთანხმებას და უნდათ, რომ მიეცეთ საშუალება ნდობის ჯგუფის შექნის. გვთავაზობენ, რომ უარი ვთქვათ გაზზე, უარი ვთქვათ სატრანზიტო ფუნქციაზე, დავძაბოთ ურთიერთობა სომხეთთან და ეს მილი დავტოვოთ ცარიელი, დავჭრათ და ჯართში ჩავაბაროთ. ამისთვის ნდობის ჯგუფის შექმნის საკითხის დასმა დესტრუქციულია", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


შეგახსენებთ, რომ „მოძრაობა  თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" „გაზპრომის" საკითხზე ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner