logo_geo
eng_logo
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ლევან იზორია ადმირალ მანფრედ ნილსენს შეხვდა
- +

17 თებერვალი. 2017. 21:26


 

 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია NATO-ს ტრანსფორმაციის სარდლობის მეთაურის მოადგილეს ადმირალ მანფრედ ნილსენს შეხვდა.



შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ NATO-ს  მხარდაჭერასა და NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრის, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობას, რაც ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამედროვე, ეფექტიან და NATO-სთან თავსებად ძალებად ჩამოყალიბებას.


მხარეებმა განიხილეს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხები და აღნიშნეს ამ კუთხით მიღწეული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მნიშვნელობაზე და განხილული იქნა მისი განვითარების პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს NATO-საქართველოს მომავალი სწავლების მაღალ დონეზე ჩატარებას.

 


 

right_banner
არქივი
right_banner