logo_geo
eng_logo
პრეზიდენტს შესაძლოა შეწყალებასთან დაკავშირებული უფლებამოსილება შეეზღუდოს
- +

8 მარტი. 2017. 13:50



სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებული წესები პრეზიდენტს, შესაძლოა, კანონით განესაზღვროს.

პროექტი ჯერ მხოლოდ სამუშაო ვარიანტს წარმოადგენს.  


აღნიშნული პროექტით, მსჯავრდებულების შეწყალება კვლავ პრეზიდენტის უფლებამოსილებად რჩება, თუმცა იქვე კეთდება მითითება, რომ ეს კანონით დადგენილი წესით უნდა მოხდეს.


კონსტიტუციის გათვალისწინებით, პატიმრების შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. პრეზიდენტის ბრძანებითვე არის დარეგულირებული შეწყალებასთან დაკავშირებული წესები და პირობები.


მმართველი გუნდის მიერ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილება კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს კანონმდებელი კანონით განუსაზღვრავს, თუ რა ვადებში, როდის, რა წესებით და რა პირობების არსებობისას შეიძლება შეიწყალოს მან მსჯავრდებულები.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner