logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის შეთავაზებაზე: რა საჭიროა საკითხების დაძაბვა...
- +

8 მარტი. 2017. 17:25



პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის შეთავაზებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „რა საჭიროა საკითხების დაძაბვა, როდესაც ძალიან ფართო სპექტრია წარმოდგენილი საკონსტიტუციო კომისიაში და პრაქტიკულად ყველა პარტიას ეთქმის იქ სიტყვა".


როდესაც პრეზიდენტის მხრიდან რამე მოდის, ეს დაპირისპირების წინაპირობას ქმნის აუცილებლად", -  განაცხადა გიორგი ვოსკლიმ.


გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს ინიციატივით მიმართავს და 10 მარტს პრეზიდენტის სასახლეში კამპანიის პრეზენტაციაზე იწვევს, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში საზოგადოების ფართო სპექტრის ჩართვას გულისხმობს.


პრეზენტაციაზე მოწვეული არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, მედიის  და საზოგადოების წარმომადგენლები




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner