logo_geo
eng_logo
რა ჩვენება მისცა ნინო ბურჯანაძემ მიხეილ სააკაშვილზე?!
- +

10 აპრილი. 2017. 23:39


 


გირგვლიანის საქმეზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა „დმოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე დაკითხეს. ბურჯანაძის განცხადებით, მან ბრიუსელში ვიზიტის დროს, კოტე ზალდასტანიშვილისგან გაიგო გირგვლიანის გარდაცვალების შესახებ, რის შემდეგაც ამ საქმით დაინტერესდა. ნინო ბურჯანაძის თქმით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ის მიხეილ სააკაშვილს ელაპარაკა, რა დროსაც ექსპრეზიდენტმა ბურჯანაძეს ის გვარები დაუსახელა, რომლებიც შემდეგ განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ.


ბურჯანაძემ, დაკითხვაზე პოლიტიკოსთა გვარები დაასახელა, რომელთაც მწვავე პოზიცია ჰქონდათ და თვლიდნენ, რომ ახალაია არ უნდა გაწირულიყო. ბურჯანაძის მიერ დასახელებული ადამიანები არიან: გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ნიკოლოზ რურუა და კახა ლომაია.


ნინო ბურჯანაძის თქმით, ის განსაკუთრებით გამოყოფს გიგა ბოკერიას, რომელიც ახალაის დასჯის წინააღმდეგი იყო. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შეწყალების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო. ის შესაძლო გარიგებაზეც ლაპარაკობს: „სააკაშვილი არ იყო ის პრეზიდენტი, რომელსაც არ ეცოდინებოდა თუ ვის იწყალებდა," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


 

right_banner
არქივი
right_banner