logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საქართველოში ის დრო დამთავრდა, როცა...
- +

10 აგვისტო. 2017. 14:27


„საბედნიეროდ, საქართველოში დამთავრდა ის დრო, როცა გუბერნატორები ერთგვარი კომისრის როლს თამაშობდნენ და ძალიან უხეშად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესებში", - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის გუბერნატორების გადადგომა არჩევნებს უკავშირდება.


„ეს მოვლენები საქართველოში დიდი ხანია აღარ ფიქსირდება. ასე რომ, საკადრო ცვლილებები არჩევნებთან დაკავშირებული არ არის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


რაც შეეხება "ქართული ოცნების" მიერ თვითმმართველობებში კანდიდატების წარდგენას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 25 აგვისტოდან დაიწყება კანდიდატების წარდგენა.


ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ სიებზე მუშაობა დასრულებული არ არის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner