logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: საქართველოში, ამ საუკუნეში, ერთსქესიანთა ქორწინება არ დაკანონდება
- +

20 თებერვალი. 2016. 13:32



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია სანდრო ბრეგაძის მიერ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „ბრეგაძემ ცოტა იჩქარა". ამის შესახებ ქანთარიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ საქართველოში, ამ საუკუნეში, ერთსქესიანთა ქორწინება არ დაკანონდება და ამის გამო აჟიოტაჟის ატეხა არ ღირს.


„გადადგომის ის მიზეზი, რაც სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, მიზეზად არ მიმაჩნია. მგონი, მან იჩქარა. თუ საუბარია ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე, ეს საქართველოში ამ საუკუნეში ნამდვილად არ მოხდება. ამიტომ არ ღირს აქ თავგანწირვის გამოჩენა, რომ კოცონზე დავიწვებით და ვენებს გადავიჭრით. ყველა რომ დამშვიდდეს, უნდა შევიდეს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება და ჩვენ მზად გვაქვს ეს ინიციატივა. შევიტანთ და სამოქალაქო კოდექსში ჩაწერილ ნორმას ავიტანთ კონსტიტუციაში, რომ ოჯახი არის ქალის და კაცის ერთობა", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ. 


 

 

 

right_banner
არქივი
right_banner