logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ეს არის პოლიტიკური აფიორა!
- +

12 ოქტომბერი. 2017. 18:16


 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „რეპორტიორში" გამართულ ბრიფინგზე 10 ოქტომბერს თბილისის საკრებულოსთან მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

 

„სახეზე გვაქვს საინვესტიციო პროგრამა, რომელიც 1800-1900 კვადრატულ მეტრზე, მილიონზე მეტი ფინანსური რესურსის დახარჯვას და ავტოსადგომის მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით, ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს სადგომი  „თანაინვესტირების ფონდის" საკუთრებაში მყოფი მშენებარე სასტუმროსთვის კეთდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

 

მეორე, თაბორის მთის პროექტი, რომელიც საზოგადოებას ისე წარმოუჩინეს, თითქოს „თანაინვესტირების ფონდის" ერთ-ერთი თანაავტორის, ბიძინა ივანიშვილის პირად მიზნებს ემსახურება, რაც სრული აბსურდია - თუ რამე ინვესტიცია ხორციელდება, ქალაქში, ხორციელდება ქალაქის უკეთესი მომავლისთვის.

 

არ ვფიქრობ, რომ პარლამენტის იმ დეპუტატებს, ვინც საკრებულოსთან შეიკრიბა და აპროტესტებდა საკრებულოს გონიერ გადაწყვეტილებას, შესვლა მხოლოდ თავისი სათათბირო ხმის უფლების გამოსაყენებლად სურდა. უფრო მეტიც, ვფიქრობ, არავინ დაიჯერებს, რომ თაბორის მთაზე  ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის პირადი ახირებაა. ეს არის პოლიტიკური აფიორა, რომლითაც  აფიორებში გამოცდილი პოლიტიკური გუნდი არჩევნების წინ საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობს", - განაცხადა ვოლსკიმ.

აქვე გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის წევრების სხდომაზე არდაშვების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილებაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.


„ჩემი აზრით, საკრებულოს თავმჯდომარეს ჰქონდა უფლება, არ დაეშვა პარლამენტის წარმომადგენლები. კონსტიტუცია და კანონი მათ ავალდებულებს, ხელი არ შეუშალონ და არ ჩაერიონ თვითმმართველობის საქმიანობაში.

 

როცა ბიუროზე გიგა ბოკერიამ ამ აქციის შესახებ დააანონსა, მაშინვე შეეძლოთ მანდატურებს, გაეყვანათ დარბაზიდან. აყალმაყალი, ჩხუბი და დაძაბულობა „ნაციონალური მოძრაობისა" და  მისი ახალი განშტოების „ევროპული საქართველოსთვის" მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს",- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner