logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: პენსიების ზრდა ეკონომიკური ზრდის შესაბამისად მოხდება
- +

12 ოქტომბერი. 2017. 19:07


პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის განცხადებით, პენსიების ზრდა ეკონომიკური ზრდის შესაბამისად მოხდება.

 

„ჩვენს მოქალაქეებს წინასაარჩევნო პროგრამაში შევპირდით, რომ პენსიების ზრდა მოხდებოდა ეკონომიკური ზრდის პარალელურად. მე ვიცი და მთავრობას აქვს ვალდებულება, რომ შემოიტანონ საპენსიო რეფორმის პროექტი, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება იმ მექანიზმის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც, დღევანდელ პენსიონერს და არა მომავალ პენსიონერებს მოემატებათ პენსია ეკონომიკური ზრდის კვალობაზე. მათ ზუსტად ეცოდინებათ, რამდენით მოემატებათ პენსია იმის მიხედვით, თუ რამდენი იქნება ეკონომიკური ზრდა. ასევე, თუ ფასები გაიზარდა, რამდენით მოემატებათ პენსია. ეს მექანიზმი ერთხელ და სამუდამოდ შესამუშავებელია", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner