logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს პარლამენტში, პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში შესვლის პრობლემა არ ექნებათ
- +

12 ოქტომბერი. 2017. 19:09


ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში, პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში შესვლის მხრივ პრობლემა არ ექნებათ.

 

„შეიძლება გარკვეული ფორმალური თვალსაზრისით ეს პრობლემა იყოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ რეალურად პრობლემა არ არის. გეუბნებით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენ პრობლემა არ გექნებათ და საკითხი ამოწურულია", - მიმართა მდინარაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილს.


თავის მხრივ გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ დღეს მათ პარლამენტის აპარატიდან შეატყობინეს, რომ არ შეიძლება, პრეზიდენტის სამუშაო ოთახში შევიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, პრეზიდენტის მრჩევლები და უშიშროების საბჭოს მდივანი. 


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner