logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ყველას ვურჩევ, თუ არსებობს ეჭვი თიანეთში ხარვეზებთან დაკავშირებით, მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას ან სასამართლოს
- +

23 ოქტომბერი. 2017. 16:14



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თიანეთის მერის არჩევნების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ თუ არსებობს გარკვეული ეჭვი ხარვეზებთან დაკავშირებით, მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას ან სასამართლოს.


„თუ არსებობს ხარვეზები, ამისათვის არსებობს სამართლებრივი გზა. ნებისმიერ კანდიდატს შეუძლია მიმართოს როგორც საოლქო საარჩევნო კომისიას, ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციას და სასამართლოს. მე ყველას ვურჩევ, თუ არსებობს გარკვეული ეჭვი ხარვეზებთან დაკავშირებით, მიმართოს შესაბამისად საარჩევნო ადმინისტრაციას ან სასამართლოს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner