logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი ქ. პალერმოში ეუთო-ს ხმელთაშუაზღვის მაღალი დონის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
- +

23 ოქტომბერი. 2017. 21:06



2017 წლის 24-25 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ქ. პალერმოში, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, როგორც 2018 წელს ეუთო-ს შემდგომი თავმჯდომარის ორგანიზებით დაგეგმილ მაღალი დონის კონფერენციაში. ღონისძიება ხმელთაშუაზღვისპირეთში მიგრანტებისა და ლტოლვილთა ფართო გადაადგილების საკითხს მიეძღვნება და მასზე განხილული იქნება მიგრაციის კუთხით არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.


კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია დავით ზალკალიანის სიტყვით გამოსვლა მაღალი დონის სამუშაო სესიაზე, ასევე ორმხრივი შეხვედრები როგორც ეუთო-ს, ისე მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner