logo_geo
eng_logo
ზაზა ხუციშვილი: საკადრო ცვლილებები ბუნებრივი პროცესია
- +

14 ნოემბერი. 2017. 01:05



როგორ აფასებს საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს მთავრობაში, ამ საკითხთან დაკავშირებით „რეპორტიორი" საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ზაზა ხუციშვილს ესაუბრა.

 

„საკადრო ცვლილებები  ბუნებრივი პროცესია. წინ არის ძალიან ბევრი რეფორმა, მათ შორის განათლების სამინისტროში. პრემიერი თვლის, რომ საჭიროა ახალი კადრის მოყვანა და ჩვენ მის აზრს ვიზიარებთ.

 

რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, დადებითად ვაფასებთ. სამინისტროების რაოდენობაზე წლებია საუბარი მიდის და ყველამ იცის, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას შორის მოწინავე ადგილზე ვიყავით სამინისტროების რაოდენობით.

გარემოს დაცვის მიმართულებით გვაქვს გარკვეული შეკითხვები. საჭიროა, განვიხილოთ ყველა უარყოფითი და დადებითი სავარაუდო ეფექტები. თუმცა, მთლიანობაში, რა თქმა უნდა. დადებითად ვაფასებ. უნდა განვიხილოთ სოფლის მეურნეობის მოთხოვნებს და გარემოს დაცვის კუთხით შესაძლო კონფლიქტების წარმოქმნის რისკები.

 

ბუნებრივი რესურსების ეკონომიკასთან მიბმით პრობლემას ვერ ვხედავ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რაც სავალდებულოა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის სამინისტრო ისე ვერ გასცემს ნებართვებს, თუ არ იქნება ასეთი შეფასება, რაც ნიშნავს ბუნებრივი რესურსების დაცვას.

 

გარდა ამისა, ბიუჯეტის საკითხი იქნება მნიშვნელოვანი, რადგან  აქამდე სხვა ბიუჯეტი იყო განსაზღვრული. და თუ ეს ცვლილებები განხორციელდება, ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტის მიღება მოგვიწევს",- განაცხადა ხუციშვილმა.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner