logo_geo
eng_logo
კარლო კოპალიანი: მივესალმები საკადრო ცვლილებებს, რადგან განახლება ყოველთვის აუცილებელია
- +

14 ნოემბერი. 2017. 02:17


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა „რეპორტიორთან" საუბარში მთავრობაში განხორციელებული საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ამდენი სამინისტრო საჭირო არ არის.

 

„მივესალმები საკადრო ცვლილებებს, რადგან განახლება ყოველთვის აუცილებელია. ადამიანები შეიძლება მინისტრის პორტფელის გარეშე დარჩნენ, თუმცა, ისინი რჩებიან გუნდში და გუნდთან ერთად გააგრძელებენ საქმიანობას.  ძალიან გამიხარდა, რომ გიორგი მღებრიშვილი, რომელმაც ურთულეს პერიოდში უხელმძღვანელა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რჩება ჩვენს გუნდში, მას ისევ ძალიან რთული უბანი ჩააბარებს, რომელიც პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.

 

რაც შეეხება გიორგი გახარიას, ვიცით, რა შესაძლებლობების მქონეა და ალბათ, უფრო მეტ შესაძლებლობას გამოამჟღავნებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, ამასთან ერთად, ის პირველი ვიცე-პრემიერიც იქნება და თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ალბათ სხვა კუთხით დაგვანახვებს თავის თავს.

 

რაც შეეხება განათლების ახალ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელი აკადემიური წრის წარმომადგენელია. მივესალმები იმ ფაქტს, რომ განათლების სამინისტროში აკადემიური წრის წარმომადგენელმა დაიკავოს წამყვანი თანამდებობა, იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სფერო ერთ-ერთი მტკივნეული სფეროა ჩვენს ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ ჩხენკელი თავისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ის კატასტროფული მდგომარეობა, რაც განათლების სისტემაშია, შეცვალოს.

 

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძის წარდგენას, ის არის ამოუწურავი შესაძლებლობების ადამიანი, ვფიქრობ, აქამდეც უნდა გამოგვეყენებინა მისი პროფესიონალიზმი. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე რთული სფერო ჩააბარეს და იმედი მაქვს, თავისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, მოკლე დროში მოაგვარებს ის პრობლემებს.

 

რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს. სტრუქტურული ცვლილებების გამოცდილება აქვს სხვა ქვეყნებს, ჩვენ ბევრ რამეს გადმოვიღებთ მათგან და მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები ჩვენთანაც გაამართლებს. იმიტომ რომ ამდენი სამინისტრო არ არის საჭირო ასეთი პატარა ქვეყნისთვის - ქვეყნისთვის, რომელსაც ევროპული ღირებულებებისკენ აქვს კურსი აღებული", - განაცხადა კოპალიანმა. 


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner