logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგიურ საქმიანობას და კერძო სექტორს უბრუნდება...
- +

14 ნოემბერი. 2017. 10:10


 

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განათლებისა და მეცნიერების უკვე ყოფილი მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ჯეჯელავა პედაგოგიურ საქმიანობას და კერძო სექტორს უბრუნდება. ჯაშმა ყოფილ მინისტრს მადლობა გადაუხადა არაჩვეულებრივი თანამშრომლობისთვის.

 

„მისი მინისტრობის პერიოდში ჩვენ ახალი სტანდარტი დავნერგეთ განათლების კომიტეტისა და სამინისტროს ძალიან მჭიდრო კოორდინაციისა და თანამშრომლობის. მიუხედავად იმისა, რომ სულ 1 წელი გახლდათ ბატონი სანდრო ამ პოზიციაზე, მის სახელს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე და ინიციატივა უკავშირდება. წარმატებებს ვუსურვებ შემდგომ საქმიანობაში.

 

ბატონი სანდრო უბრუნდება პედაგოგიურ საქმიანობას და კერძო სექტორს, რომელშიც წლების მანძილზე იყო ძალიან წარმატებული", - განაცხადა ჯაშმა.


რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის შეთავაზებას, ჯეჯელავასთვის დიპლომატიურ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, მარიამ ჯაშის განცხადებით, უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორც პრემიერის, ასევე ალექსანდრე ჯეჯელავას მხრიდან.


„დარწმუნებული ვარ, მას ექნება ძალიან წარმატებული შემდგომი ეტაპები კარიერაში", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner