logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანება საკმაოდ ლოგიკურია
- +

14 ნოემბერი. 2017. 11:39



სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანებას ლოგიკურს უწოდებს. როგორც ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ორივე სამინისტრო მანამდეც ბევრ საკითხთან მიმართებაში მჭიდროდ თანამშრომლობდა, ახლა კი მინისტრის თქმით, ორივე უწყების სწორად მართვა ერთიანი მენეჯმენტითაა შესაძლებელი.

 

„გადაწყვეტილებები მიღებულია გამომდინარე იქიდან, რომ მმართველობა იყოს უფრო ეფექტიანი ქვეყანაში და ასეც იქნება. ჩვენ ვითვალისწინებთ ბევრი ევროპული წარმატებული ქვეყნის გამოცდილებას. ამ შემთხვევაში, საუბარია იმაზე, რომ ის მიმართულებები, რომელიც ორგანულად ერთმანეთთან არის ძალიან ახლო კავშირში, იყოს ერთად. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანება საკმაოდ ლოგიკურია, როგორც აღვნიშნე ბევრი ქვეყნის პრაქტიკა ასეთია. ჩვენ ისედაც მჭიდრო თანამშრომლობა გვიწევდა ბევრ საკითხში. ამ შემთხვევაში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციური მიმართულების ერთიანი მენეჯმენტით უფრო ეფექტიანად და დროში დაჩქარებულად, სწორად მართვა შეიძლება", - განაცხადა დავითაშვილმა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner