logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: საქართველო ყოველთვის მზადაა, მსოფლიო სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის აშშ-ის მხარდამხარ იბრძოლოს
- +

14 ნოემბერი. 2017. 11:42



თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ჯეიმს მეტისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო აფასებს აშშ-ის მზარდ სამხედრო მხარდაჭერას. მინისტრმა ამერიკის თავდაცვის მდივანს აშშ-ის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, ასევე უშუალოდ ჯეიმს მეტისის პერსონალური ჩართულობისა და პრინციპულობისთვის მადლობა გადაუხადა.


„საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. საქართველო აშშ-ის სანდო და ქმედითი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც რეგიონში დემოკრატიის მოდელს წარმოადგენს და მსოფლიო სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ყოველთვის მზადაა აშშ-ის მხარდამხარ იბრძოლოს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეის მდგომარეობით სხვადასხვა სარდლობების მეთაურობით ავღანეთში 870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება და ეს ასეც გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამას საჭიროდ მიიჩნევს.

 

საქართველო მნიშვნელოვნად აფასებს აშშ-ის მზარდ სამხედრო მხარდაჭერას. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, რომელიც 2018 წლიდან დაიწყება და გაზრდის ქვეყნის მდგრადობას, შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობებსა და მზადყოფნას.

კიდევ ერთხელ მადლობა ასეთი წარმატებული თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ლევან იზორიამ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner